Logo

ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც რაღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში

პოლიტიკა
230
Frontnews image description

გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კითხვები არსებობდა ჩანაცვლებით თერაპიასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღო. 

"საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების  და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, იქ ზომებიც მივიღეთ. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან. ეს არის ჩვენი მიდგომა. არსად თვალს არ დავხუჭავთ, არაფერთან დაკავშირებით, წარსულში იყო ეს, დღეს არის თუ ხვალ. მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ და მზად ვართ, რომ ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გაგცეთ პასუხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.

Advertisement