ირაკლი კობახიძე - ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა


ავტორი
Front News საქართველო
ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ამ ორი სექტორის განვითარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ნამდვილად იქცევა ბათუმის ახალ სავიზიტო ბარათად.
"ძალიან შთამბეჭდავია, ეფექტურია პროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, რომელიც ითვალისწინებს ორი ცათამბრჯენის მშენებლობას, რაშიც 300 მილიონი დოლარის, ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიცია ჩაიდება. ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფო მიმართ, ეკონომიკის განვითარების, ბათუმის განვითარების მიმართ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება, როგორც ჩვენ გვითხრეს, 1 500 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ პროექტში უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე და როდესაც უკვე დაიწყებს ეს პროექტი ფუნქციონირებას, ამის შემდეგ 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ნამდვილად თანამედროვე სტანდარტების პროექტი, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გაამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელს შეუწყობს ბათუმის განვითარებას.
ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ამ ორი სექტორის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სექტორების განვითარებას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. მადლობას გადავუხდი კომპანიას „ორბი კონტინენტალს“, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი პროექტებით და ამ კომპანიას უკვე ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი კომპანიის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მათი წვლილი იქნება ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შთამბეჭდავი პროექტისთვის საფუძვლის ჩაყრას და გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს