ირაკლი კობახიძე თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.
ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თურქმენეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა