ირაკლი კობახიძე - თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას


ავტორი
Front News საქართველო
მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში, სწორედ, მათთვის არის განკუთვნილი ის ინიციატივა, ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების სფეროში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას სწორი კონცეფციით შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად.
"ჩვენ, ხვალ, ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს, უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორისაა მაგალითად პროფესურა, არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც შემდეგ, ხშირად, მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად განვითარებული, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწილი, ძალიან ბევრი მიმართულებით. სახელმძღვანელოები არ გვაქვს ბევრი მიმართულებით ძირითად საგნებშიც კი და ა.შ. უამრავი პრობლემაა, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დამუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია, 3-წლიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადალაგების, სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. დღეს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ შორის, ბაკალავრიატის დონეზე. 3 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც, ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, მთავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს