ირაკლი კობახიძე - უკრაინაში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იცლის საქართველოზე საუბრისთვის, ეს მეტყველებს ყველაფერზე

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, საქართველოს პრეზიდენტს გადავუხადო მადლობა ძალიან ღირსეული გამოსვლისთვის - საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნულ ინტერესებზე და ეს ინტერესები იყო სათანადოდ წარმოდგენილი ბატონი მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი და მასთან პოლემიკა არ იქნებოდა სწორი.
"რაც შეეხება წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, მე არ მინდა, აქ რაიმე კომენტარი გავაკეთო. თქვენც ძალიან კარგად იცით, რა მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, არამარტო ომთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასეთ დროს, როდესაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელი იცლის საქართველოზე საუბრისთვის, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა მე არ მინდა, მასთან შევიდე პოლემიკაში, ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი, შესაბამისად, მასთან პოლემიკა არ მგონია მე სწორი", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


