
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
ირაკლი კობახიძემ ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში.
4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს - ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს