Logo

ირაკლი კობახიძე - ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში

პოლიტიკა
224
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან  შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველო  აფასებს  გაეროსთან მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში.

"2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს. 

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში“, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები