ირაკლი კობახიძე - ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია

ავტორი
Front News საქართველო
ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი, რომ კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და მეორე - რასაც სცემენ პასუხს, ისიც ტყუილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ გერმანიის მთავრობისგან ბუნდესტაგის კითხვებზე გაცემული პასუხების კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს მთავრობის პასუხში გერმანიის პარლამენტის მიმართ.
"თქვენ ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, ევროპული პარლამენტარიზმი. არ ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი, რომ კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და მეორე - რასაც სცემენ პასუხს, ისიც ტყუილია. მართლა სადამდე მივიდა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, გერმანული და ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი, აქედან ძალიან კარგად ჩანს, რაც ძალიან დასანანია. ძალიან სამწუხაროა, როცა გეშინია ასე კითხვებზე პასუხის გაცემის. აქ ჩანს, რომ სუფთად არ წარიმართება პროცესები. რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, რეალურად, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს მთავრობის პასუხში გერმანიის პარლამენტის მიმართ “, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


