Logo

ირაკლი კობახიძე - ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, როდესაც საქმე ეხება მთავრობის საქმიანობას, პრივატიზაციას, შესყიდვებს, ტენდერებს და ა.შ.

პოლიტიკა
186
Frontnews image description

მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, როდესაც საქმე ეხება მთავრობის საქმიანობას, პრივატიზაციას, შესყიდვებს, ტენდერებს და ა.შ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით.

"რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას. მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, როდესაც საქმე ეხება მთავრობის საქმიანობას, პრივატიზაციას, შესყიდვებს, ტენდერებს და ა.შ. ყველა ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით, ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. 2024 წლის 8 თებერვლიდან, მთავრობის დამტკიცების დღიდან მოყოლებული, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნაბიჯი, სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს. ეს არის, რაზეც მე შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement