Logo

ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული

პოლიტიკა
239
Frontnews image description

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებებით ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ საქართველოში.

"თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში. ამის იმედი თუ ვინმეს აქვს, კონტპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement