Logo

ირაკლი კობახიძე - ვულოცავ  კაროლ ნავროცკის არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლონეთთან თანამშრომლობა

პოლიტიკა
3 დღის წინ / 15:10
431
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრემიერ - მინისტრი
© Government of Georgia

ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრემიერ - მინისტრი

ვულოცავ  კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

"კაროლ ნავროცკის წარმატებას ვუსურვებ პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების  გზაზე.

საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლონეთთან  თანამშრომლობა  საერთო ინტერესების ყველა სფეროში", - წერს კობახიძე.

ნავროცკიმ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 50,89%-ით გაიმარჯვა.

Advertisement