
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მან, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
თაგები:
ირაკლი ბერაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს