ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.
ამ დროისთვის დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტექნოპარკის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების, მწვანე ღობის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის.
ტექნოლოგიური ჰაბისთვის შესყიდულია საქართველოში პირველი მეტალის 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებს, ინჟინრებს და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეტალისგან შექმნან რთული, მაღალი სიზუსტით დამზადებული კომპონენტები.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


