
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მან ახალგაზრდებს სტუდფესტის წარმატებით ჩატარება მიულოცა.
„20 ათასზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული წლევანდელ ღონისძიებებში. სტუდფესტმა წელს ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა. მარტო გარბენში ჩართული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმზე მეტყველებს, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ გამარჯვებულებს! ჩვენი ვალია, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და კიდევ უფრო გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დედაქალაქის მერს და მერიას, რუსთავის მერს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
ახალგაზრდებს „სტუდფესტი 2026-ის“ წარმატებით ჩატარება მიულოცეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მინისტრმა სტუდფესტის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სტუდფესტი 2026-ის“ გამარჯვებულის ჯილდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.
ფესტივალის დახურვის ღონისძიებას მთავრობის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდფესტის მონაწილეები დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს