ირაკლი კობახიძეს “თავისუფლების საპარლამენტო ორდენით” დააჯილდოვებენ


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატს ირაკლი კობახიძეს 21 თებერვალს "თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დააჯილდოვებენ.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ჯილდოს 21 თებერვალს, კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე გადასცემენ.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა მიმართავენ.
"თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დაჯილდოვების შემდეგ შეკრებილებს ირაკლი კობახიძეც მიმართავს.
საზეიმო სხდომას ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები – კარლ ჰარცელი და კელი დეგანინი დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს