ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს დროშების რევოლუციის შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი ქეში ფული უნდა ჰქონდეს თან, მაგრამ ოხრად დარჩება მილიარდები


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას მხოლოდ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს დროშების რევოლუციის შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი ქეში ფული ჰქონდეს, მაგრამ ეს ფული დაბრუნდება ხალხის ჯიბეში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“გამოძიება ვისზეც უნდა იმაზე გავა, ფაქტი ერთია, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას მხოლოდ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს დროშების რევოლუციის შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი ქეში ფული ჰქონდეს თან, მაგრამ ერთი იცოდეს, რომ ოხრად დარჩება ეს ფულიც, მის მიერ მოპარული მილიონები და მილიარდები, რადგან მალე დაბრუნდება ხალხის ჯიბეში და ხალხის ბიუჯეტში”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
სუსის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს წარედგინება ბრალდება.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს