Logo

ირაკლი ნადირაძე - ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ზღვა ხალხი

პოლიტიკა
186
Frontnews image description

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება შიში და ისტერიკა "ქართული ოცნების" რიგებში, მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ზღვა ხალხი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი შეშინებული, როგორიც ახლაა "ქართული ოცნება", ამ 13 წლის მანძილზე ჯერ არ ყოფილა.

"4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება შიში და ისტერიკა "ქართული ოცნების" რიგებში,  მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ზღვა ხალხი, ჯერ რომ არ ყოფილა გამოსული თბილისში, იმდენი იქნებიან, ამიტომ ეცდებიან, რაღაცნაირად ეს რაოდენობა შეზღუდონ, მაგრამ არ გამოუვათ. ეს არ არის პოლიტიკური რომელიმე ლიდერის ან რომელიმე სამოქალაქო აქტივისტის მიერ დაგეგმილი რევოლუცია, მშვიდობიანი დამხობა. ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, დიდი შეკრება. "ოცნების" შიშის ერთ-ერთი გამოხატულებაა ისიც, რომ ბოლომდე იზოლირებული ჰყავთ ივანიშვილი.

ამ ცამეტი წლის მანძილზე რაც არის გაკეთებული ყველა ვხედავთ.  ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი სუსტი "ქართული ოცნება" არასდროს ყოფილა და ვხედავთ კიდეც, როგორ დაერივნენ ერთმანეთს, როგორ იჭერენ, როგორ ლანძღავენ და როგორ სწირავენ ერთმანეთს. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ახლა ის ხვდება, რომ 4-ში მისი დრო დამთავრებულია, ამიტომ, ცდილობს, რომ გაქცევამდე რაც შეიძლება მეტი ნაღდი ფული მოაგროვოს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement