ირაკლი ოქრუაშვილი - ამათ თავში რა მოიხარშება, არ ვიცი, ეს სხდომა დიდი ხნის წინ ჩანიშნეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, როცა მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე უარის განცხადების შემდეგ დაკისრებულ ფულადი ჯარიმის გადახდაზეც უარი განაცხადა.
საუბარი 20 000 ლარზეა.
თავად ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომაზე დაკავებას არ გამორიცხავს.
"გირაო არ გადავიხადე, ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა არ გადაიხადოო, რომ ვკითხე, ვინ ხარმეთქი - "დიფ სთეითიო" და მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება.
ამათ თავში რა მოიხარშება, არ ვიცი. ეს სხდომა დიდი ხნის წინ ჩანიშნეს. გირაოს თემა ჩემთან მიმართებით განსხვავებულია, 7 ადამიანს წაგვიყენეს ბრალი, მარტო მე შემიფარდეს ქვეყნის დატოვების აკრძალვა. თუ 50 000-ად ნიკა მელიას, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ დედამიწას წრე წელიწადში 4-ჯერ დაარტყან, 20 000-ად მარტო მე უნდა ვიმოძრაო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე და სადაური წესია?!", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მასთან ერთად ბრალი 7 პოლიტიკოსს აქვს წარდგენილი.
კანონმდებლობის თანახმად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა 349-ე მუხლით ისჯება, რაც ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ირაკლი ოქრუაშვილი