Logo

ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
206
Frontnews image description

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე საქმეზე 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

ასევე, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს და პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს. 

Advertisement