ირაკლი ოქრუაშვილი – ქალაქებს ბომბავენ მოსახლეობის დემორალიზების მიზნით, მაგრამ პირიქით მათ წინააღმდეგ ირაზმება ხალხი


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქებს ბომბავენ მოსახლეობის დემორალიზების მიზნით, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ პირიქით მათ წინააღმდეგ ირაზმება ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უკრაინაში მებრძოლმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო საათების განმავლობაში კიევში ინტენსიური დაბომბვები მიმდინარეობს, ოკუპანტები ბალისტიკური რაკეტებიდან ისვრიან.
“ბოლო 5 საათია, ინტენსიური დაბომბვები მიდის კიევის. 21-ე საუკუნეში ჩემი თვალით ვნახე ფაშიზმის გამოვლინება. ისვრიან უმოწყალოდ, მიუხედავად იმისა, დასახლებული პუნქტია, სამხედრო ნაწილია, ეკლესიაა, საავადმყოფოა, სასაფლაოა, არ აქვს მნიშვნელობა. ისვრიან არა მარტო საარტილერიო ჭურვებს, ისვრიან ბალისტიკურ რაკეტებს. მსგავსი ხმა, უკვე 2 კვირაა, რაც აქ ვარ, აქამდე არ გამიგია. ამას აკეთებენ ის ადამიანები, ვინც გახდნენ პროპაგანდისტები იმისა, რომ ქართველებმა თურმე მძინარე ცხინვალი დავბომბეთ. ისინი ქალაქებს ბომბავენ, იმიტომ კი არა, რომ აქ სამხედრო ნაწილები დგანან, არამედ მოსახლეობის დემორალიზების მიზნით აკეთებენ ამას, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ აქ ხალხი უფრო მეტად იკვრება და ირაზმება მათ წინააღდეგ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის საუკუპაციო ჯარი სრულიად დემორალიზებულია.
“სრულიად დემორალიზებულია, გავრცელებულ კადრებშიც ნახავთ ალბათ, განსაკუთრებით წვევამდელების სახეებს, საუბრის მანერას, შინაარსს, მოტივაციას და ახსნას, რატომ აღმოჩნდნენ აქ.
ლოჯისტიკური პრობლემები – არანაირი მომარაგება და ცოცხალი ძალის ცვლა, მხოლოდ და მხოლოდ ორიენტაცია და ტაქტიკური ბრძოლა, რომ გაანადგურონ საარტილერიო ჭურვებით რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, დემორალიზაცია შეიტანონ ხალხში. რატომ არ აქვთ დანაკარგები უკრაინულ მხარეს? ომში უმნიშვნელოვანესია მოტივაცია, უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, სახლის დასაცავად და რუსი რისთვის იბრძვის, რომ კითხო, ვერავინ ვერ გიპასუხებს.
პირისპირ ბრძოლა არ ხდება, დისტანციური ბრძოლა მიდის დრონებით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა რუსეთის ბევრი ნაკლოვანება გამოააშკარავა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ოქრუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს