ირაკლი ფავლენიშვილი - 4 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გამართვა არის აუცილებელიც და მნიშვნელოვანიც


ავტორი
Front News საქართველო
მშვიდობიანი რევოლუცია არ არის ახალი და არაკონსტიტუციური ხილი, რომელსაც არ ცნობს საერთაშორისო სამართალი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გამართვა არის აუცილებელიც და მნიშვნელოვანიც.
"4 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გამართვა არის აუცილებელიც და მნიშვნელოვანიც. ჩვენ ყველანი აუცილებლად შევუერთდებით 4 ოქტომბრის დემონსტრაციას იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟით.
ყველა აქციის მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და არა უბრალოდ შეკრება.
მშვიდობიანი რევოლუცია არ არის ახალი და არაკონსტიტუციური ხილი, რომელსაც არ ცნობს საერთაშორისო სამართალი. ეს უფლება არის საერთაშორისო სამართლით გარანტირებული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს