Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - აშშ არ არის ისეთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც თავის კონკრეტულ მოთხოვნებზე უარს იტყვის

პოლიტიკა
353
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ისეთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ივანიშვილის დღის წესრიგს გაატარებს მარტივად და თავის კონკრეტულ მოთხოვნებზე უარს იტყვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამერიკას სურს, რომ საქართველოსთან ჰქონდეს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობები.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ისეთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ივანიშვილის დღის წესრიგს გაატარებს მარტივად და თავის კონკრეტულ მოთხოვნებზე უარს იტყვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გვესმოდა ბოლო თვეებში, რომ ყველა, ვინც ამერიკის სახელით ლაპარაკობდა, საქართველოსთან დაკავშირებით ამბობდა ერთს - არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შესახებაც ინფორმირებულია ივანიშვილი და მისი რეჟიმი.

ამერიკას სურს, რომ საქართველოსთან ჰქონდეს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობები, ამისთვის კი საჭიროა, რომ ივანიშვილი ვეღარ ზრდიდეს რუსულ გავლენებს საქართველოში, მათ შორის არ უთხრიდეს ძირს საქართველოს დემოკრატიას - ეს არის ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები