ირაკლი ფავლენიშვილი - დასავლეთთან კონტაქტი აქვს შენარჩუნებული მხოლოდ ოპოზიციას, თუნდაც პატიმრობაში მყოფ ლიდერებს და არა ივანიშვილს და მის გუნდს

ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ნებისმიერ ინსტიტუციასთან კონტაქტი აქვს შენარჩუნებული მხოლოდ ოპოზიციას, თუნდაც პატიმრობაში მყოფ ლიდერებს და არა ივანიშვილს და მის გუნდს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთთან "ოცნებას" კონტაქტი ჩამოშლილი აქვს.
"მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული პრობლემები, რომელიც მის ჯანმრთელობას უკავშირდება, მათ შორის მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობა აღმოჩნდა დასავლეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი დასავლეთში "ოცნებისთვის", რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრას, კიდევ ერთხელ ჩანს ის, რაც ნერვებს უშლის და ასე აღიზიანებს ივანიშვილის ბანდას ეს არის ის, რომ დასავლეთის ნებისმიერ ინსტიტუციასთან კონტაქტი აქვს შენარჩუნებული მხოლოდ ოპოზიციას, თუნდაც პატიმრობაში მყოფ ლიდერებს და არა ივანიშვილს და მის გუნდს, რომელიც ჩამოშორებულია დასავლური სამყაროსგან, ინსტიტუციებისგან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისში იმყოფება. ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდებიან.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


