
ავტორი
Front News საქართველო
როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მთავარი პარტნიორი ჰყავდეს ქვეყანას, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას? ეს არის შეუძლებელი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი სახის ქვეყანასთან პარტნიორობა შეუძლებელია.
"საუბარი არ გახლავთ არც ამერიკელების მხრიდან და მათ შორის, არც ოპოზიცია არ საუბრობს ხოლმე იმაზე, რომ ცუდი ურთიერთობა უნდა გვქონდეს რომელიმე ქვეყანასთან, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ მსხვილი ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობაზე, მაგრამ ერთია სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ მეორეა კარგი ურთიერთობა.
ამ შემთხვევაში, კარგი მოცემულობაა ჩვენ ვისი მთავარი და ბუნებრივი მოკავშირე ვართ - ჩინეთის, თუ აშშ-ის. ძალიან მარტივად გახლავთ საქმე, ჩინეთი არ უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მთავარი პარტნიორი ჰყავდეს ქვეყანას, რომელიც არ აღიარებს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის შეუძლებელი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს