Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ეს კაცი არ წავა არჩევნების გზით, ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობაა

პოლიტიკა
264
Frontnews image description

როდესაც რუსი დიქტატორი გყავს, ეს კაცი არ წავა არჩევნების გზით, ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობაა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებიდან ჩანს, რომ ეს არის ქართული დემოკრატიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

“რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ეს არის ქართული დემოკრატიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასაც მოიცავს, ასევე ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას და კრიტიკული “პოსტების“ წერის აკრძალვას. ჩვენ ამიტომ მოვუწოდებდით ყველას, რომ აღარ იყო კონსტრუქციული თამაშის დრო ივანიშვილთან, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის თემაც ამიტომ იყო ჩვენთვის არაადეკვატური, როდესაც დიქტატურას ამყარებს ივანიშვილი, ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიბრძოლოთ. ეროვნული წინააღმდეგობის გზით უნდა დავასრულოთ ეს რეჟიმი იმიტომ, რომ სხვა გზა ამ რეჟიმის დასასრულებლად არ არსებობს. ვინც შეცდომას უშვებდა და “ქოცი=ნაცს“ იძახდა, უნდა იცოდნენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა“ და “ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება იყო დემოკრატიული სისტემის შემქმნელი ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება, მაგრამ როდესაც რუსი დიქტატორი გყავს, ეს კაცი არ წავა არჩევნების გზით, ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობაა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement