Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს

პოლიტიკა
299
Frontnews image description

“როგორც წამებამ, სიკვდილამდე ცემამ ვერ გატეხა ჩვენი თანამებრძოლი ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამაც და ლევანისავით გაუტეხელია ქართველი ხალხი და ჩვენ მისი მეგობრები და თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანება შეასრულა მისი უსაფრთხოების პირადმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძე და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე აბსურდული ბრალდებით დააკავა ჩვენი პარტიის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და რატომ? იმიტომ, რომ მან გააჩინა რწმენა, რომ სისტემა აუცილებლად დაიშლება ბოლომდე, ისედაც იშლება ეს სისტემა. დავინახეთ, რომ ყველაფერი, რასაც ამბობდა ლევან ხაბეიშვილი, სრულდებოდა.  სისტემა ერთმანეთს შიგნით არა თუ იჭერს, არამედ კლავს კიდეც, ერთმანეთის წინააღმდეგ არიან გადამწყვეტ ბრძოლაში შესული და ამ დროს ქართველი ხალხის კონსოლიდირების შემთხვევაში ის აუცილებლად გაირღვევა. ლევან ხაბეიშვილის ეს სახე არ უნდა განმეორდეს, რადგან როგორც მას მოექცნენ, ისე მოექცევიან სხვა აქტივისტებსაც თუ დარჩება ეს რეჟიმი ხელისუფლებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დარჩება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკანონოდ დააპატიმრეს აბსურდული ბრალდებით, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური პოზიციის გამო, ასე დააკავებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ნებისმიერს, ამიტომაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, როგორც წამებამ, სიკვდილამდე ცემამ ვერ გატეხა ჩვენი თანამებრძოლი ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამაც და ლევანისავით გაუტეხელია ქართველი ხალხი და ჩვენ მისი მეგობრები და თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

Advertisement