Logo

ირაკლი ფავლენიშვილი – ფაქტობრივად, უმრავლესობა ხმების, რომელიც ამ კრიმინალურმა გუნდმა მიიღო, მიიღო უკანონო მეთოდებით

პოლიტიკა
520
Frontnews image description

ივანიშვილმა არჩევნები კი არ გააყალბა, ეს იყო სპეცოპერაცია. ფაქტობრივად, უმრავლესობა ხმების, რომელიც ამ კრიმინალურმა გუნდმა მიიღო, მიიღო უკანონო მეთოდებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მას ქართველი ხალხის ნება არ აინტერესებს.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა, თუმცა, ივანიშვილმა არჩევნები კი არ გააყალბა, ეს იყო სპეცოპერაცია. ფაქტობრივად, უმრავლესობა ხმების, რომელიც ამ კრიმინალურმა გუნდმა მიიღო, მიიღო უკანონო მეთოდებით. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა, როდესაც კულმინაციამდე მივიდა ივანიშვილის მმართველობა. ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მას ქართველი ხალხის ნება არ აინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები