Logo

ირაკლი ფავლენიშვილი -  ყველა ოპოზიციონერი პოტენციურად დგას ამ მუხლის წაყენების საფრთხის წინაშე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო

პოლიტიკა
77
Frontnews image description

თუ ამ ქვეყანაში ვინმე საბოტაჟს ეწევა ბოლო წლების მანძილზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციონერი პოტენციურად გამოდის ამ მუხლის წაყენების საფრთხის წინაშე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო.

"თუ ამ ქვეყანაში ვინმე საბოტაჟს ეწევა ბოლო წლების მანძილზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შეაჩერა ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესი  და საბოტაჟის საქმე თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა აღიძრას, ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეროვნული ყველა ინტერესი და პრინციპი უარყვეს და რაც შეეხებათ ოპოზიციონერებს, მათ უბრალოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამო აქვთ საბოტაჟის ბრალდება და მათ შორის საპროტესტო აქციებში ჩართულობის გამო.

რა გამოდის, რომ ყველა ოპოზიციონერი პოტენციურად დგას ამ მუხლის წაყენების საფრთხის წინაშე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები