Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველო არის დემოკრატიის აბსოლუტური განადგურების პირას

პოლიტიკა
191
Frontnews image description

კორუფციის კუთხით, ან თუნდაც კარტელური გარიგებების ან ეკონომიკის კუთხით არაფერი შეცვლილა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველო კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად ხდება ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაზე მცდელობა, შეაჩვიონ, რომ საქართველო არის ოლიგარქის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული წყობილების შექმნა არ ხერხდება და რომელშიც პროდასავლური კურსი არ გამოვიდა. ეს “ქართული ოცნების” მიზანია.

უნდათ მიგვაჩვიონ, რომ "შავი ფულის" ქვეყანაა, სადაც ბევრს აქვს კონკრეტული ინტერესი და შეიძლება ოლიგარქატმა მათ ნებისმიერი ინტერესი შეუსრულოს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება თავად, ეს იქნება არაბული ქალაქების მშენებლობა თუ რუსებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამბები, ამ დროს კი გამოჩნდა ხალხი, რომელიც არ შეეგუა ამ ყველაფერს და წლობით უწევთ ამის გამო ციხეში ყოფნა.

საქართველოში ბოლო ერთ წელში დამარცხდა არა ქოლცენტრები, არა კარტელური გარიგებები, არა ოლიგარქიული ინტერესები, არამედ ივანიშვილის ბანდის შიგნით არსებული კონკრეტული კლანი, რომელიც ამ სქემებს აკონტროლებდა და შედეგად, მთლიანი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში ერთმა კლანმა. ამიტომაც, კორუფციის კუთხით, ან თუნდაც კარტელური გარიგებების ან ეკონომიკის კუთხით არაფერი შეცვლილა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც შეეხება პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის დემოკრატიის აბსოლუტური განადგურების პირას და ადამიანის ფუნდამენტური და სამოქალაქო უფლებები, ფაქტობრივად, წართმეულია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები