Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით

პოლიტიკა
161
Frontnews image description

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულ სახელმწიფოს საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

"როდესაც ვსაუბრობთ იმ კონფრონტაციაზე, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ახლაც არის, მაგრამ ელჩის რაღაც პერიოდში არყოფნა იყო ლოგიკური. მოხდა უპრეცედენტო რამ, ყველაზე მეტად ეიმედებოდათ საქართველოსი და ამ დროს საქართველო ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყო ქცეული, მისი წარმომადგენლები რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც ძალიან ბუნებრივი იყო ის, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევები მოხდა. თუმცა ახლა ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არალეგიტიმური იქნება საქართველოს მთავრობა, უკრაინის ხელისუფლებას და ზოგადად, უკრაინულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით უკრაინის ელჩის დანიშვნას საქართველოში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 26 იანვარს მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები