ირაკლი ფავლენიშვილი - თავიდანვე ვაცხადებდით, რომ რეალურ ოპოზიციას ისინი დებატებში არ დაისვამდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ რეალურ ოპოზიციას ისინი დებატებში არ დაისვამდნენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ არასდროს არ გავურბოდით დებატებს და დისკუსიას. მეც და ჩემი პარტიელებიც დავდიოდით "რუსთავი 2"-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერებში. "ქოცები" არ აპირებენ ჩვენთან არანაირ დებატებს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ რეალურ ოპოზიციას ისინი დებატებში არ დაისვამდნენ.
ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან და დანაშაულებრივი ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე.
რაც შეეხება ფასებს და კორუფციასთან ბრძოლას, კორუფციას როგორ უნდა ებრძოლონ, კორუფციაზე დგანან და კორუფციული სისტემა აქვთ შექმნილი. ფასებთან ბრძოლა რომ უნდოდეს, სისტემურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და სუსი კი არ შევიდოდა რომელიმე მაღაზიაში, ეს ხომ ბრძოლის მეთოდი არ არის? ასე რომელ ქვეყანაში ებრძვიან ფასებს?! ხომ ყველამ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" არც კორუფციას არ ებრძვის, არც ფასების კლება არ აინტერესებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




