Logo

ირაკლი შენგელია - ვემშვიდობები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას,  8 წელი იყო გამოწვევებითა და გამარჯვებებით სავსე გზა

პოლიტიკა
146
Frontnews image description

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, რჩება ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი.

"დღეს ვემშვიდობები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას. 8 წელი იყო გამოწვევებითა და გამარჯვებებით სავსე გზა. ჩემთვის ეს თანამდებობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტიტული ეს იყო პასუხისმგებლობა, ემსახურო ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებს.

ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობა იყო ჩემი მთავარი პრინციპები და მჯერა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ქუთაისის მომავალი.

განსაკუთრებული მადლობა "ქართულ ოცნებას“ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, 2025 წლის არჩევნებში პარტია გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში და გააგრძელებს ქვეყნის განვითარების შეუქცევად გზას.
მადლობა ქუთაისელებს, საკრებულოს დეპუტატებს და ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა. პოზიციის გარეშეც ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით თქვენი ინტერესების დამცველად და მხარდამჭერად.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტებს ჯანსაღი, კონსტრუქციული პოზიციონირებისთვის. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მადლობა თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისთვის.

ვრჩები ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი. განსაკუთრებულ პატივს ვცემ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს. ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი ნაწილი, თქვენი მხარდამჭერი და თქვენი ხმა ქუთაისის საკრებულოში.

ქუთაისის მომავალი ჩვენზეა ერთად შევძლებთ მეტს!" - წერს შენგელია. 

Advertisement