Logo

ირაკლი ზარქუა - ამ ადამიანმა მერამდენე სასამართლო უნდა მოიგოს და წვდომა რატომ ეზღუდება? იმიტომ, რომ "დიფ სთეითის" გავლენაა

პოლიტიკა
127
Frontnews image description

ამჯერად ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, მერამდენე საერთაშორისო სასამართლოს იგებს? მანამდეც ვამბობდით, რომ თუ ობიექტური სასამართლო შედგებოდა, ფაქტები იმდენად ცალსახა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარვე ნათელი იყო და ამის მოლოდინიც გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა მის აღსრულებაშია, ბიძინა ივანიშვილს მის აქტივზე წვდომა ისევ შეზღუდული აქვს.

"ამ ადამიანმა მერამდენე სასამართლო უნდა მოიგოს და წვდომა რატომ ეზღუდება? იმიტომ, რომ „დიფ სთეითის“ გავლენაა, მათ შორის ამ სასამართლოებზე, მის აღსრულებაზე. შვეიცარიული ბანკიც გააკოტრეს იმის გამო, რომ ამ ადამიანზე შანტაჟი, მუქარა, შეურაცხყოფა და იძულება გაგრძელებულიყო, რათა ქვეყანა უკრაინის გზას გაჰყოლოდა. ამას არ დაეთანხმა და თქვა, რომ სულ ერთი თეთრი რომ დამრჩეს, სახელმწიფო ინტერესებს არ დავთმობო. ამ საერთაშორისო სასამართლოშიც გაიმარჯვა, მაგრამ ამერიკის მხრიდან სანქცირებულია. ჩემთვის კომიკური სიტუაციაა – ვნახეთ, მსოფლიო პოლიტიკაში რა ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ამერიკამ სანქციები მოუხსნას. ვნახეთ, რომ თურმე, ევროკავშირი ახლა იწყებს ნავთობპროდუქტების პაკეტის გამოცხობას და აქამდე სად იყვნენ? – ამ დროს ბიძინა ივანიშვილი იმისთვის ისჯება, რომ სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები არ გაყიდა. ფინანსებზე რომ წვდომა შეზღუდული აქვს, ნონსენსია“, – განაცხადა ზარქუამ.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო.

Advertisement