ირაკლი ზარქუა - ეს არის განსხვავება, ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს სხვადასხვა ქვეყნიდან


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენლების უცხოეთში ვიზიტებს ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიცია ურთიერთობს არა ხალხთან, არამედ დამკვეთებთან დავალებების მისაღებად ჩადის.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ანგარიშს ვაბარებთ, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის - ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ჩრდილოეთში ჩადის და იქიდან დაკვეთებს იღებენ. აი, ეს არის განსხვავება - ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს