Logo

ირაკლი ზარქუა - მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო, დაველოდებით ახალ ელჩს

პოლიტიკა
429
Frontnews image description

რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ მზად არის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„საელჩოს განცხადება წავიკითხეთ, რომ დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე მას შეეძლო, რომ დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები