ირაკლი ზარქუა – კომფორტი, ბოდიში, მგონი, განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის უფლებაა, თუ უნდა იშიმშილოს ან პროტესტის სხვა ფორმები გამოხატოს, ეს ყველაფერი არგუმენტირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის და მის მიმართ რაიმე განსხვავებული მიდგომები არ იქნება.
“კომფორტი, ბოდიში, მგონი, განსხვავებას ნახავდა – რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა. რაც შეეხება ტელევიზორს და ა.შ. პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის, ნათესავებმა მიუტანონ, ტელეფონზე სარგებლობა ისე ექნება, როგორც დანარჩენ პატიმრებს. მისთვის სასათბურე პირობები არ და ვერ იქნება.
ჩვეულებრივი პატიმარია, კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შესაბამისად, რაიმე განსხვავებული მიდგომები არ იქნება. მილიონი ადამიანი რომ გამოვიდეს, მიხეილ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და სტრასბურგის გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომ ის სასჯელს სამართლიანად იხდის. 2012 წლამდე არსებული ციხე რადიკალურად განსხავებულია, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობით, სერვისებით. ჩვენი ექიმების მჯერა და თუ რაღაც კალორიულობის დეფიციტი აქვს, იმედია, დაეხმარებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


