Logo

"ირანელებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, თუ სურთ" - ტრამპმა მისი წარმომადგენლების პაკისტანში ვიზიტი გააუქმა

მსოფლიო
147
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან.

ტრამპის თქმით, აშშ-ის დელეგაციისთვის 18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა.

"ამ სიტუაციაში მათი 18-საათიანი ფრენის აზრს ვერ ვხედავ. ირანელებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, თუ სურთ", – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის წარმომადგენლები ისლამაბადში დიპლომატიური ჩიხის მოსაგვარებლად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა ირანულმა მხარემ მოითხოვა საზღვაო ბლოკადის მოხსნა, როგორც მოლაპარაკებების წინაპირობა და თავად არაღჩიმ პაკისტანი ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დათანხმების გარეშე დატოვა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები