ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რამდენიმე ქალაქს სერიოზული ზიანი მიადგა, ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ქალაქია რამათ-განი, თელ-ავივის მახლობლად, ასევე მნიშვნელოვანი ზარალია ქალაქ რიშონ ლეზიონში სარაკეტო დარტყმის შედეგად. ეს სიდიდით მეოთხე ქალაქია ისრაელში.
ირანის მიერ კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ისრაელში სულ მცირე სამი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. თავდასხმის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა, როდესაც ცენტრალური ისრაელის საცხოვრებელ უბანზე პირდაპირი დარტყმა განხორციელდა. ერთი ქალი კი, რომელიც გუშინ რაკეტის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა, შაბათს დილით ადრე გარდაიცვალა.
ირანმა სულ მცირე 150 რაკეტა ისროლა, რომელთაგან ზოგიერთი ჩაჭრეს. ეს თავდასხმა ესკალაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო.
რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.
ათობით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მუშაობს თელ-ავივში, რამათ-განსა და სხვა ქალაქებში, აგრძელებს ნანგრევების გაწმენდას და დაშავებულების ძებნას. ისრაელის ხელისუფლება ემზადება შესაძლო განმეორებითი თავდასხმებისთვის და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ უგულებელყონ განგაშის სიგნალები.
13 ივნისს ისრაელის არმიამ ირანს რაკეტებით შეუტია. დარტყმების შედეგად, დიდი რაოდენობით სამხედრო ობიექტი დაზიანდა და განადგურდა.
ისრაელის სამიზნე ირანის ბირთვული ობიექტები იყო. საუბარია ნატანზს და ფორდოუში მდებარე ურანის გამდიდრების ქარხნებზე.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს