Logo

"ირანთან შეთანხმება ერთ ან ორ დღეში იქნება" - ტრამპმა ომის ფინალი დააანონსა

მსოფლიო
176
Frontnews image description

ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას და აშშ-სგან გაყინულ აქტივებს არ მიიღებს. ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებას შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოეწეროს ხელი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თეირანთან გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

მისი თქმით, დელეგაციების შეხვედრა ამ შაბათ-კვირას იგეგმება და თავად შეთანხმება შესაძლოა, "მომდევნო ერთ-ორ დღეში" დაიდოს.

შეთანხმების მთავარი პირობაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარებაზე სრული უარის თქმა.

"ეს შეუზღუდავი პერიოდია“, - აღნიშნა ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების ხანგრძლივობაზე კომენტარის გაკეთებისას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანი "ყველაფერზე თანახმაა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის მარაგების შეერთებულ შტატებში გადატანაზე.

მისი თქმით, ირანული მხარე მზადაა სრულად ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში“, – განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპის თქმით, ირანი დათანხმდა შეწყვიტოს მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფებების, განსაკუთრებით "ჰეზბოლას" და "ჰამასის" მხარდაჭერა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები