ისანში ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა


ავტორი
Front News საქართველო
ისანში ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის კერების ჩაქრობის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 1 500 კვადრატული მეტრის ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისანში მეორადი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს