ისანში სამი ადამიანი დაჭრეს, ერთი კი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი დაიჭრა.
ერთ-ერთი დაჭრილი სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის განცხადებით, მათთან 3 პაციენტი შეიყვანეს, ჭრილობა სამივეს ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული, მათგან 1 გარდაიცვალა, ორს კი ოპერაცია უტარდება.
რა გახდა დაპირისპირების მეზეზი უცნობია.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს