“ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო”


ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასევე კოვიდინფიცირებული მისი ოჯახის წევრები უკეთესად არიან.
"ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, რომ მოვიწერო – გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე – წინაზე მძიმე. ესაა… დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს, 10, 12, 14 დღეა უკვე და ჯანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა“ – წერს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელს, მის მეუღლეს დავით უსუფაშვილს და მთელ ოჯახს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს