ისნის საოლქო კომისიასთან #4 და #16 უბნის შედეგების გადახედვას ითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ხმაურია ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, #4 და #16 უბნის შედეგების გადახედვას ითხოვენ.
ამ უბნებზე საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა. საოლქო კომისიამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი მოყვა.
“ვითხოვთ გადათვლილი იქნეს ბიულეტენები და ხელმოწერები, ვინაიდან ხელმოწერების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩაყრილია ბიულეტენები, ამაზე უარს ამბობენ, თუ არ გადათვლიან, აქედან ვერ გავლენ”- აცხადებს გოგა ონიანი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


