ისრაელ კაცი - ისრაელი ამზადებს პასუხს, რომელიც ირანისთვის აუტანელი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ირანი ისრაელში სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის "აუტანლად მაღალ ფასს" გადაიხდის. დღეს საღამოს თეირანმა დაახლოებით 200 რაკეტა ისროლა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ისრაელ კაცის განცხადებით, ირანმა "წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება“.
"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადოს თავისი საშინელი ქმედებებისთვის“, - აღნიშნა მან.
გავრცელებული ცნობით, ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად, 15 ადამიანი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით დაშავდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავშესაფარში გადასულ მოქალაქეებს მისი დატოვება შეუძლიათ, თუმცა აფრთხილებს, რომ კვლავ მათ სიახლოვეს დარჩნენ.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის ავიაციამ ირანში სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს, მათ შორის ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების უდიდეს ობიექტს.
მედიის ცნობით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა. ის 14 დღის განმავლობაში იგეგმებოდა.
ირანში ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს სულ მცირე 20 მაღალი რანგის ირანელი მეთაური დაიღუპა. ასევე, ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს