ისრაელ კაცი - თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.
მისი თქმით, ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს.
"ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მცხოვრებლები, დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის ავიაციამ ირანში სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს, მათ შორის ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების უდიდეს ობიექტს. მედიის ცნობით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა. ის 14 დღის განმავლობაში იგეგმებოდა. ირანში ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს სულ მცირე 20 მაღალი რანგის ირანელი მეთაური დაიღუპა. ასევე, ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს.
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რამდენიმე ქალაქს სერიოზული ზიანი მიადგა.
ამ დროისთვის ირანში ისევ აფეთქებების ხმა ისმის.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტების გამშვებ მოწყობილობებზე, სამხედრო ჩინოვნიკებსა და ბირთვულ მეცნიერებზე დარტყმებს.
თაგები:
ისრაელ კაცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს