ისრაელმა დამასკოში პრეზიდენტის სასახლეს და თავდაცვის სამინისტროს დაარტყა


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 28 დაშავდა.
OSINT-ის ექსპერტების ცნობით, თავდასხმის შედეგად სირიის გენერალური შტაბის შენობა მთლიანად განადგურდა. იგივე სიტუაციაა თავდაცვის სამინისტროს შენობასთან დაკავშირებით.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიაზე ზეწოლას და დარტყმების ტემპს ზრდიან.
"ისრაელის ძალების სამიზნეა სირიის რეჟიმის აქტივები ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვზრდით ზეწოლას და დარტყმების ტემპს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ეთნიკურ დრუზთა თემსა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის ზავი დაიდო. ეს მოხდა დამასკოზე ისრაელის ძლიერი დარტყმების შემდეგ.
მედიის ცნობით, ზავი მიღწეული იქნა ქალაქ სუვაიდში, სადაც ძირითადად დრუზები ცხოვრობენ.
როგორც სირიაში დრუზების ერთ-ერთმა ლიდერმა შეიხ იუსეფ ჯარბუმ განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე გზებს სახელმწიფო ძალები დაიცავენ. ზავი ასევე ითვალისწინებს დრუზების და სირიის მთავრობის ერთობლივი კომისიის შექმნას, რათა გამოიძიოს ამ ტერიტორიაზე არეულობის დროს მომხდარი დანაშაულები და დარღვევები. ამავდროულად, არეულობის დროს დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს