Logo

ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებას ოფიციალურად დათანხმდა

მსოფლიო
282
Frontnews image description

ისრაელი ოფიციალურად დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებულ წინადადებას.

როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, თელ-ავივი "მტკიცედ" უპასუხებს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას.

ისრაელმა გამოაცხადა თავისი მიზნის - ირანიდან ბირთვული და ბალისტიკური საფრთხის აღმოფხვრის მიღწევის შესახებ და ასევე მადლობა გადაუხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელს დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ივნისს შევიდა ძალაში და მხარეებმა ის არ უნდა დაარღვიონ.

ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 13 ივნისის ღამეს დაიწყო. ქვეყნის საჰაერო ძალებმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველივე დღეებში ირანელი მეთაურების და სულ მცირე 14 ირანელი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია მოახერხეს.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

საპასუხოდ, ირანმა 23 ივნისს სიმბოლური დარტყმა განახორციელა კატარში მდებარე ამერიკულ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი ობიექტია და ასევე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინა.

 

Advertisement