Logo

ისრაელი მოქალაქეებს საქართველოსა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინა
15.05.2019 / 19:22
Frontnews image description

თბილისი: ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, წითელათი ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამის სიაში პირველ პოზიციებს საქართველო და უკრაინა იკავებენ.

საქართველოს და უკრაინის გარდა, სიაში მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერიის რესპუბლიკა არიან.

 

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სიაში შემავალ ქვეყნებში სტუმრობისას წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და მათი 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის.

თაგები:

Advertisement