
ავტორი
Front News საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე და ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს „მაშავის“ დირექტორი გიორგი ჟღენტი.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ჰადას მეიცადი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს