Logo

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

უკრაინა
143
Frontnews image description

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი კიევში ჩავიდა. ის უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავს.

უკრაინაში ისრაელის ელჩის მიხაელ ბროდსკის თქმით, საარი უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ებრაულ თემთან შეხვედრას გეგმავს.

უკრაინელმა დიპლომატმა, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, The Times of Israel-ს განუცხადა, რომ საარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდება.

ის ასევე ბაბი იარის მემორიალს ეწვევა, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 33 000-ზე მეტი ებრაელი დახვრიტეს.

 

Advertisement